en
ge

ათი წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ

თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი აქვეყნებს განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათ წლისთავთან დაკავშირებით.
„დღემდე გამოწვევას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე სოციალური მდგომარეობა. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხშირია ისეთი მინიმალური საყოფაცხოვრებო პრობლემების არსებობა, როგორიცაა სასმელი წყლით მომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობა, წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. ამ საკითხების გადაჭრაზე მიმართული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა და რესურსი. მიმდინარე წლის ივლისის თვეში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების ფონზე კი, რომლის შედეგადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილება და ფუნქციები სხვადასხვა უწყებებს გადაუნაწილდა, მნიშვნელოვანია დევნილთა უფლებების რეალიზებისათვის არ შეიქმნას დამატებითი დაბრკოლებები და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება დარჩეს სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტად", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: article42.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023