აჭარა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მოხალისემ, ცეპო კეიტუმესტმა, რომელიც ბოტსვანის რესპუბლიკიდანაა, ტოლერანტთა კლუბის წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „მრავალფეროვნება".
„შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ ბოტსვანის კულტურას და ტრადიციებს, შემდეგ კი მოესმინათ სხვადასხვა მაგალითები, რომლებიც ბოტსვანაში მცხოვრები მოსახლეობის ტოლერანტულ დამოკიდებულებებსა და დისკრიმინაციულ გარემოებებს ეხებოდა.
ცეპოს მოსაზრებით, ბოტსვანის მოსახლება მიმღებელი და სტუმართმოყვარეა. ქვეყნის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია და მოსახლეობის 70% ქრისტიანია.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ სხვადასხვა უმცირესობაზე და ტოლერანტულ გარემოზე. ასევე, თუ როგორია სახელმწიფოს რეაგირება დისკრიმინაციულ ფაქტებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში