17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული მიმდინარეობს. თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს. „კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე.
კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი", ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში