en
ge

დოკუმენტური ფილმების ფესტივალისთვის მზადება

შიდა ქართლი. 15 ივნისს, გორის დემოკრატიული ჩართულოიბის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც იყო ჩეხური   ორგანიზაცია,  „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN). იგი 2005 წლიდან ახორციელებს პერმანენტულ მისიას საქართველოში.
 ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში" 2012 წლის 1 მარტიდან დაიწყო. პროექტის  CAUCADOC  განხორციელება. მისი  მიზნია სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს განვითარების ხელშეწყობა. მას საფუძვლად უდევს თოთხმეტწლიანი გამოცდილება - ჩეხეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება დოკუმენტური კინოფესტივალების ორგანიზება მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.
ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN)  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგიონებში აცხადებს დოკუმენტრი კინოფესტივალების ორგანიზების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  როგორც რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო  ჯგუფებს.
 შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრეებს განემარტათ კონკურსის პირობები, მიზნები და განხორციელების ვადები. კერძოდ, კინოფესტივალის ორგანიზების მსურველებმა უნდა წარადგინონ განაცხადი და მოწონების შემთხვევაში, აპლიკანტ ორგანიზაციებს, ან საინიციატივო ჯგუფებს ჩაუტარდებოდა ორი ტრენინგ-სემინარი თბილისსა და ბათუმში. 
შიდა ქართლში კინო ფესტივალის გამართვის სავარაუდო დროა 2013 წლის მარტი-აპრილი.    
შეხვედრის დასრულებისას გაიმართა ფილმის ჩვენება დამსწრეთათვის.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)