en
ge

EMC შსს-ში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედებას ეხმაურება

თბილისი. „ადამიანის უფლბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საპოლიციო სისტემის რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტად შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციის მოდელის ცვლილებას ასახელებს.
„ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ახალი რგოლის - მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელმაც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. ამდენად, პოზიტიურად მიგვაჩნია ამ რგოლის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღება და საზოგადოებასთან პოლიციის ურთიერთობის ფორმებსა და მექანიზმებზე მსჯელობის დაწყება. რეფორმის სწორი და საფუძვლიანი განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპოლიციო პრაქტიკების მნიშვნელოვანი ცვლილება და პოლიციის მუშაობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვის გაძლიერება", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023