თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ" (GDI) ანგარიშის - „სამართალწარმოება თანასწორობისთვის" - პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართალწარმოება თანასწორობისთვის" ფარგლებში მომზადდა.
ანგარიშში მიმოხილულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. გაანალიზებულია საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში (ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი, ხულო, შუახევი და ადიგენი) მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა. წარმოდგენილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ GDI-ს მიერ წარმოებული სტრატეგიული საქმეები, ასევე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი