en
ge

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, EMC პროკურატურას მიმართავს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ზვიად რატიანის საქმესთან დაკავაშირებით, პროკურატურას მიმართავს და პოლიციელთა მიმართ დევნის დაწყებას ითხოვს.
„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არ არის საქმეში მონაწილე არცერთი პოლიციელი, ასევე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს თავად ზვიად რატიანს. EMC თბილისის პროკურატურას მიმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეში მონაწილე პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს", - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023