თბილისი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ შემდეგი შემადგენლობით, მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა, სექსუალურ შევიწროებაზე პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა.
„სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ; რითაც, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე. განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იურისტები იცავდნენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში