თბილისი. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ქსელები აქვეყნებს ჩანაწერს სონიტა ალიზადეს შესახებ.
„ნება მომეცით ვიჩურჩულო, რათა არავინ გაიგოს, რომ მე ვსაუბრობ გოგონებით ვაჭრობაზე. ჩემი ხმა არ უნდა ისმოდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება შარიათს, ქალები უნდა დუმდნენ... ეს არის ჩვენი ტრადიცია."
სონიტა ალიზადე საკუთარ სიმღერაში „იყიდებიან ქალიშვილები" რეპავს შთამბეჭდავ ტექსტს. სიმღერის ვიდეორგოლში ახალგაზრდა სონიტა კამერის წინაშე თვალცრემლიანი ვედრებით გამოხატავს თავის სათქმელს. ის საქორწინო კაბაშია გამოწყობილი, შუბლზე კი ბარკოდი აქვს გამოსახული."
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში