თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დაძლევის კუთხით (VAWG/DV) 2010 წლიდან ეხმარება.
„ჩვენთვის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საფუძველს გაეროს გენერალური მდივნის მიერ 2008 წელს დაწყებული კამპანია „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" წარმოადგენს. აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპორტსმენებთან თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისთვის არსებობს. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერას და, ასევე, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაზიარებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: georgia.unwomen.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)