თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) რეგიონული ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგს მართავს.
„მეორე დღის განხილვის თემა ანტიევროპული პროპაგანდა და ცრუ ინფორმაციაა. მონაწილეები ინტერაქციული სავარჯიშოების მეშვეობით, ეცნობიან ცრუ ინფორმაციის ამოცნობის გზებსა და პროპაგანდასთან ბრძოლის ხერხებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში