თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ბაია პატარაიას ბლოგპოსტს: სქესობრივი აღზრდის შესახებ.
„ცოდნა, სწორად და კარგად მიწოდებული მეცნიერული ინფორმაცია, კი არ რყვნის, არამედ იცავს ბავშვს უამრავი პრობლემისაგან და მათ შორის გარყვნილებისგანაც. სექსი და რეპროდუქცია ადამიანის განუყოფელი ნაწილია და მის მიმართ სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანის მთელ მომდევნო ცხოვრებას. სქესობრივ განათლებას არაფერი არ აქვს საერთო ბავშვების გარყვნასთან, პირიქით, სწორ დროს მეცნიერულად მიწოდებული ინფორმაცია ბავშვს აძლიერებს და ამზადებს მომავალი სქესობრივი ცხოვრებისათვის, სადაც ბავშვმა იცის, რა ელის, რა საფრთხეები, როგორ დაგეგმოს და დაიცვას თავი არასასურველი პირებისაგან, არ ტყუვდება ადვილად და დროულად ეჩვევა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge