თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთი ფსიქიატრის მიერ გამოყენებული შეუფერებელი ლექსიკის გამო საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას განცხადებით მიმართა. „საქმე ეხება ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დასაქმებული ფსიქიატრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც მას აცვია მაისური შემდეგი წარწერით: „მე ფსიქიატრი ვარ, შენ ნაპოლეონი".
იმ ფონზე, როდესაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები დღემდე წარმოადგენენ სტიგმატიზირებულ ჯგუფს, ამგვარი ფრაზის გამოყენება და ფართოდ გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ ეთიკას, ზრდის საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, ახალისებს დისკრიმინაციას და ლახავს ადამიანის ღირსებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com