en
ge

გაეროს შტაბ-ბინაში „იყო ერთი გოგოს“ ინგლისურენოვანი ვერსია წარადგინეს

11 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიაზე, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა, ზღაპრების კრებულის, „იყო ერთი გოგოს" ინგლისურენოვანი ვერსია წარადგინეს.
„წიგნი ისტორიულ ქალებზე მოგვითხრობს და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ემსახურება. 12 ქართველი ავტორის 21 ზღაპარი იმ რეალური ქალი გმირების შესახებ გვიამბობს, რომელთა შორის არიან: პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, პირველი ფემინისტური მანიფესტის „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ავტორი ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე და სხვები”, ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023