en
ge

EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ორგანიზაციის განმარტებით, სუს-ის მიერ თემირლანის დამნაშავედ წარმოჩენის მცდელობა, სპეცოპერაციისას ჩადენილი დანაშაულის გადაფარვისა და ოჯახის პროტესტის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის დასუსტების სურვილის ნიშანია.
„EMC იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვის დროს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს სათანადოდ გამოიყენებს და ოჯახის წევრების ღირსების შელახვის ფაქტს ჯეროვან სამართლებრივ შეფასებას მისცემს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)