აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლაში ჩაატარეს თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების პრევენცია". ტრენინგის პროცესში წარიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებს მედია ძალადობის ფაქტებს, რა გავლენას ახდენს ოჯახში ძალადობა ბავშვთა ფსიქოლოგიაზე, აგრეთვე, განიხილეს ის კონკრეტული გარემო-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ადრეულ ქორწინებას და ისაუბრეს პრევენციის გზებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)