en
ge

სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმე სააპელაციო სასამართლოში

სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმე სააპელაციო სასამართლოში

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს თათია სამხარაძის საქმესთან დაკავშირებით.

„სააპელაციო სასამართლომ სექსუალური შევიწროების პირველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და 12 დეკემბერს ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საქმეზე – „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ". აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის სააპელაციო საჩივარი და განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ მას სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით დააკისრა. თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტები იცავდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)