en
ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: წლიური ანგარიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: წლიური ანგარიში

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოების წლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

„ჩვენი ძირითადი მოტივაციაა მივაღწიოთ ისეთ გარემოს, სადაც გამჭვირვალობა და ღიაობა საჯარო და კერძო სექტორების მთავარი ამოსავალი პრინციპები იქნება. ჩვენ გვამოძრავებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის სურვილი და ამ პროცესის შეუქცევადობაში გარკვეული წვლილიც შეგვაქვს. კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და გაძლიერება, კარგი მმართველობის პრინციპების და გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვა, სამართლიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და გაჯანსაღება, თავისუფალი და პლურალისტური მედიის მხარდაჭერა, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და მათ წინაშე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს", - ვკითხულობთ ანგარიშის წინასიტყვაობაში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023