14 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის #3) გიწვევთ არგენტინელი დეკოლონიალისტი თეორეტიკოსის ვალტერ მინიოლოს (Walter Mignolo) საჯარო ლექციაზე „კოლონიალურობა და მსოფლიო უწესრიგობა".
რა მიზეზები განაპირობებს ქაოსს? როგორ შეგვიძლია ამჟამინდელი უწესრიგობა გადავლახოთ? არსებობს თუ არა დღევანდელი ქაოსის ალტერნატივები? შეგვიძლია მივაგნოთ გზებს, რომლებიც უფრო სამართლიანი და მდგრადი მსოფლიო წესრიგისკენ მიგვითითებენ?
წყარო: emc.org.ge