en
ge

„სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ პრეზენტაცია

„სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ პრეზენტაცია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს კვლევას: „სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“.

„სავალდებულო გენდერული კვოტირება ეფექტიანი მექანიზმია გენდერული უთანასწორობის სწრაფად აღმოსაფხვრელად. მისი არსებობის პირობებში იცვლება მხოლოდ კაცების მიერ გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა, იზრდება შესაბამის პოზიციებზე კვალიფიციური ქალების დასახელების შესაძლებლობა და შესაბამისად, ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა.

ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა და პრაქტიკა, რათა გვენახა, თუ როგორ შეძლეს მათ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა და რა რეფორმები განახორციელეს ამისთვის. ასევე, გვენახა, თუ რომელი საარჩევნო სისტემების პირობებში არის შესაძლებელი უკეთესი გენდერული ბალანსის მიღწევა. კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან სავალდებულო გენდერული კვოტირება საპარლამენტო არჩევნებისას 10 ქვეყანაში გამოიყენება. აქედან პირველი 6 ასევე იყენებს ერთიან პროპორციულ საარჩევნო სისტემას (List PR)“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023