თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის 16-17 სექტემბერს N3 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგი განახორციელა.
ანგარიშში საუბარია რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ პატიმრები 23 საათს ყოველგვარი აქტივობის გარეშე საკნებში ატარებენ და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში. გარდა ამისა, დაწესებულებაში არიან პატიმრები, რომლებიც თვეებისა და წლების განმავლობაში იმყოფებიან განმარტოებით, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, მძიმედ აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)