en
ge

Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები - საერთაშორისო პრაქტიკა

Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები - საერთაშორისო პრაქტიკა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: "Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები - საერთაშორისო პრაქტიკა":

„ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ფართო სპექტრის ზომებს მიმართავენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის კვლევითმა ჯგუფმა მიღებული ზომების შეფასების სპეციალური მექანიზმი The Oxford COVID-19 Government Response Tracker (OxCGRT) შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული ზომების შეფასებას და შედარებას ახდენს, საბოლოოდ კი სიმკაცრის ინდექსი გამოჰყავს.

ცხრილში საქართველოს ჩათვლით ჯამში 22 ქვეყნის მაგალითია მოცემული. მონაცემების მიხედვით, ჩანს, რომ თითოეულ მათგანში კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ მარტის თვეში მიღებული ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება.

შემოღებული შეზღუდვების რაოდენობის, სიმკაცრისა და მათი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველო მკაცრი ზომების მქონე ქვეყნებს უახლოვდება. ფიზიკური პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის სპეციალური რეჟიმის პირველივე დარღვევის ფაქტს 3000 ლარიანი ჯარიმა მოჰყვება, რაც აღემატება დასავლეთ ევროპის, სკანდინავიის და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ დაწესებული ჯარიმების რაოდენობას და არაპროპორციულად მაღალია მოსახლეობის შემოსავლებთან მიმართებით“.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)