თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N14 ანგარიში წარმოადგინა.
„ანგარიში ემსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას. ის ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, რა დროსაც საია-მ 2744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)