en
ge

შვედი სპეციალისტები გორის ინვალიდთა კლუბში

შიდა ქართლი. ასოციაცია ,,გორის ინვალიდთა კლუბს" ეწვივნენ შვედეთის, კაროლინსკას უნივერსიტეტის სმენის პრობლემების შვედური ასოციაციის წამყვანი სპეციალისტები. სტუმრები შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილს, რესურს ცენტრისა და უახლოესი საჯარო სკოლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს ,,ინვალიდთა კლუბში" გახსნილი სმენის კვლევის ცენტრის სამომავლო გეგმები. შვედმა სპეციალისტებმა იმუშავეს სამი კვირის განმავლობაში ასოციაცია ,,გორის ინვალიდთა კლუბში", ჩაატარეს ტრენინგები სმენის პრობლემებთან დაკავშირებით. გორის "ინვალიდთა კლუბში" შვედმა სპეციალისტებმა გასინჯეს 700 –მდე ადამიანი, გამოავლინეს 150 სმენის პრობლემების მქონედა უსასყიდლოდ გადასცეს ყურსასმენი აპარატები. სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა მშობლები შვედური ასოციაციის წამყვან სპეციალისტებს შეხვდნენ და მშობელთა ასოციაცია ჩამოაყალიბეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)