en
ge

2018 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტები

2018 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტები

თბილისი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, CSI-ის მხარდაჭერით, 2018 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი მოამზადა.

წინამდებარე კვლევა აფასებს სახელმწიფოს მიერ გაცემული საგრანტო დაფინანსების პროცესის ეფექტურობას, ეტაპებსა და ზოგად პრინციპებს. ერთი მხრივ, ყურადღება გამახვილებულია კანონმდებლობის განსაზღვრულ წესებზე, თუ რა ფორმით, რომელი ეტაპების გათვალისწინებით და რა კრიტერიუმებით ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საგრანტო კონკურსების ადმინისტრირება და, მეორე მხრივ, შესწავლილია კონკურსის მონაწილე და გრანტების მიმღები ორგანიზაციების პრაქტიკული გამოცდილება, რათა ერთობლივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს აღნიშნული პროცესი“.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

სრულად...

წყარო: csogeorgia.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)