აჭარა. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე აჭარის ჯანდაცვის პირველ მინისტრ, რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად იმყოფებოდა სამედიცინო ასოციაციაში „თანა“, სადაც მან მოინახულა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და გადასცა მათ ტკბილეული და ტანსაცმელი.
„ბათუმის წითელი ჯვრის ფილიალი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. ამჟამად ბავშვებს საჩუქრები გადავეცით შპს „ელსი ვაიკიკის“ მხარდაჭერით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ ასოციაციის წევრთა მხარდაჭერას“ - ნათია ლოლაძე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)