en
ge

სამუშაო შეხვედრა საგადასახადო აუდიტის საკითხებზე

თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე გაიმართა დღეს რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორში". კვლევა „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი" ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების მოზიდვისათვის საჭირო საკანონმდებლო რეკომენდაციების  შემუშავებას ისახავს მიზნად; ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში ასევე მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილებაც. სამუშაო შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და კვლევის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე მსჯელობდნენ.
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის  პროექტის ფარგლებში – „სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის", რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)