en
ge

ფარული ბენეფიციარები გამოგონილი ფიგურების მიღმა

ფარული ბენეფიციარები გამოგონილი ფიგურების მიღმა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს - „ფარული ბენეფიციარები გამოგონილი ფიგურების მიღმა“. 

„ბენეფიციარი მესაკუთრეების საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და აქტუალურ თემას მსოფლიოში. მთავრობები, ისევე როგორც საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცდილობენ შეიმუშაონ ახალი რეგულაციები ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია დოკუმენტში, - „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანა, მთავრობამ უგულებელყო არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) რეკომენდაციები ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ლონდონში ანტიკორუფციული სამიტის დროს საქართველოს მთავრობამ აიღო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნის ვალდებულება, თუმცა ეს ვალდებულება ამ დრომდე განხორციელებული არ არის. დამატებით, ანტიკორუფციულ სამიტზე საქართველომ აიღო შემდეგი ვალდებულებები: სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების შესახებ; ასეთი ინფორმაციის გაცვლის მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორ ქვეყნებთან; აუცილებელი ზომების გატარება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების საკუთრების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად; საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით“. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023