გურია. ორგანიზაციამ „ქალები რეგიონის განვითარებისთვის"
სოფელ დვაბზუს მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის პროექტის – „გაიგე მეტი და იყავი ფრთხილად"
– ფარგლებში შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო მოზარდებისთვის არალეგალური
მიგრაციის საფრთხეების გაცნობა, ტრეფიკინგის, როგორც თანამედროვე მონობის, ადამიანით
ვაჭრობის გააზრება. ღონისძიების ფარგლებში აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
– „მოდელირებული ტრენფიკინგი". მონაწილეებმა განიხილეს მაგალითები, მსხვერპლის რეალური
ისტორია. მოსწავლებმა ტრენინგის მასალებზე დაყრდნობით გააკეთეს პრეზენტაცია.
წყარო:wdrguria.wordpress.com