en
ge

„აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის“ პრეზენტაცია

თბილისი. ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, 20 აპრილს, გაიმართა პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" პრეზენტაცია.  პროექტის პრეზენტაციას წინ უძღოდა სემინარი პარტნიორი ორგანიზაციების, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. სემინარის მიზანი იყო უმცირესობათა უფლებების დაცვის ეფექტურ მოდელებზე მსჯელობა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობისა და რელიგიათა საბჭოების მაგალითზე და ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.
პროექტ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელს" ახორციელებს  ევროპის უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (ევროპის განყოფილება),  ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (საქართველო), უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი – კავკასია, გლობალური და რეგიონული კვლევების ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი) და სოციალური სამოქმედო ცენტრის პროექტი „საზღვრების გარეშე (უკრაინა), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:tolerantoba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)