ქვემო ქართლი. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ეს წალკაა“ პარტნიორობის ფარგლებში, წალკის რაიონის ფერმერებისთვის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს.
„ბენეფიციარებმა უკვე გიარეს ტრენინგები ენერგოეფექტურობასა და კლიმატგონივრულ მეწარმეობაში, ელექტრონულ კომერციასა და ციფრულ მარკეტინგში და ინოვაციურ სტარტაპმეწარმეობაში;
11 მაისის ჩათვლით, ტრენინგის მონაწილეებისთვის შეხვედრები გაიმართება:
აგროტურიზმის მენეჯმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო;
სურსათის უვნებლობის სტანდარტები პირველადი და გადამუშავებული პროდუქტის წარმოებაში;
ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი მართვა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)