en
ge

„თვითმმართველობის დროა“

თბილისი. 1 მაისს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში გაიმართა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნოს და ახალი ვებგვერდის – www.droa.ge  – პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხელისუფლების, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„თვითმმართველობის დროა" – ამ დევიზით შეიქმნა მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო, რომლის მიზანია თვითმმარველობის მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და რეფორმაში ჩართული მონაწილეების მუშაობის კოორდინაცია. მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს სამდივნო აშშ–ს განვითარების სააგენტოს და მართვის საერთაშორისო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო". სამდივნოს ფუნქციაა უზრუნველყოს ინფორმაციის დროული და ადეკვატური მიწოდება და გაცვლა თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ჩართულ მონაწილეებს შორის. რეგიონული თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე უკვე შექმნილია დამოუკიდებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველთა საბჭო და სამუშაო ჯგუფები. სწორედ მათ შორის ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიწოდება ევალება მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს ახლადშექმნილ სამდივნოს. ამ ინფორმაციას სამდივნო, ასევე გადასცემს რეფორმის პროცესში ჩართულ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, რაც საბოლოო ჯამში რეფორმის გამჭვირვალე მიმდინარეობას უზრუნველყოფს.
ვებგვერდზე  www.droa.ge – დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეფორმის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)