თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ადვოკატები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა სპორტში“.
„შეხვედრის მსვლელობისას ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა სპორტში“ ფარგლებში ჩატარებული ორი კვლევის რეკომენდაციები და მიგნებები. ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ისაუბრეს სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმებზე“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)