en
ge

კოალიციის „არჩევანის თავსიუფლების“ წევრები გორს სტუმრობდნენ

შიდა ქართლი. 5 ივლისს გორში, კოალიციის - „არჩევნის თავისუფლებისთვის" და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ადგილობრივ საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით.
შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, ექსპერტმა მედია საკითხებში ლაშა ტუღუშმა და ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა. მათ მიაწოდეს ინფორმაცია დამსწრეებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს თავის პაკეტში შეიტანონ ყველა ის არხი, რომელიც ჩართული იქნება წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში. განხილულ იქნა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ჩადებულია ამ კანონში. საუბარი შეეხო აგრეთვე, შიდა ქართლში არსებულ მედია სივრცეს და იმ პრობლემებს, რომლებსაც აქვთ ადგილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის მიმდინარე სოფლებში. კერძოდ, ეს სოფლები  მაღალი ხარისხით იღებენ რუსეთის ტელეკომპანიების გადაცემებს, ხოლო ქართული არხები ვრცელდება ხარვეზებით.
ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)