შიდა ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან.
„შეხვედრის მიზანი იყო ქალებში ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემების და საჭიროებების გამოვლენა და მათთვის პირდაპირ მხარდაჭერის შეთავაზება.
კერძოდ, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა ექიმის ვიზიტს და ქალების ადგილზე გამოკვლევას, ასევე სპეციალისტის მიერ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და დროული გამოკვლევების მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის გამართვას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)