თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ აქტივისტების დაკავების ფაქტებს. ორგანიზაცია თვლის, რომ ქვეყანაში ძლიერდება აქტივისტთა უფლებების შელახვის და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია.
„მოვუწოდებთ სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს კრიტიკის ჩასახშობად იმავე კოდექსის ბოროტად გამოყენება, რაც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების ნათელი მაგალითია და ამცირებს მათ მიმართ საზოგადოების ნდობას“.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)