თბილისი. გაეროს ქალთა ფონდის ცნობით, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობისთვის გაერთიანდნენ.
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ, კანტის აკადემია და ჯეოლაბი ქალებისთვის ახალ, 6-თვიან საგანმანათლებლო პლატფორმას WE-Tech -ს ქმნიან. პროგრამა მონაწილეებს ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარების განვითარებაში ეხმარება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)