თბილისი. ომბუდსმენი ყოველწლიურად უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
„სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრობლემური და დაფარული ხასიათი.
განსაკუთრებით მძიმე პრობლემად რჩება ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები. წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა აღნიშნული დანაშაულების რიცხვი“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)