თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ახალ კვლევას „საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერა“.
„აღნიშნული კვლევა არის მცდელობა, ნიუანსირებულად აჩვენოს ის სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც უდგათ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქალებს მაღალმთიან აჭარასა და მარნეულის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს აზერბაიჯანელ და მუსლიმ აჭარელ ქალებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ისეთ კონცეპტებს, როგორებიცაა „თავისუფლება“ ან „თავისუფლების არარსებობა“, თუმცა ხშირად ავიწყდებათ სხვა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქალებს ამ რეგიონებში უდგათ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტსაც, რომ ამ ქალებს დომინანტური ჯგუფის ქალებთან და არადომინანტური ჯგუფის კაცებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი ბარიერი ექმნებათ დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის კუთხით, რადგან მათზე ორმაგი, ან სამმაგი ჩაგვრა ზემოქმედებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)