en
ge

ანგარიში – „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება“

თბილისი. 14 მაისს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ანგარიშის – „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება" – პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა შეაფასეს 2012 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა, ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან რეფორმების განხორციელებას და წარმოადგინეს რეკომენდაციებს პრობლემების გადასაწყვეტად. გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში წინასწარია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,  ანგარიშის ავტორებთან ერთად, აგროვებს შენიშვნებს ანგარიშის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისაგან, რის შემდეგაც ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოიცემა.
წყარო:epfound.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023