თბილისი. სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ-ს).
„ომბუდსმენმა დისკრიმინაციად მიიჩნია ის გარემოება, რომ სფფ-ს რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
სახალხო დამცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, რომ ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული უფლების, ასევე შრომის უფლების დაცვის მიზნით, შემოიღოს რეგულაციები, რომელთა დარღვევისას გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სპორტულ სანქციებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტები და გაატაროს სხვა ღონისძიებები“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)