en
ge

სახალხო დამცველის მოადგილე არასამთავრობოებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ზუგდიდში, 15 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ზუგდიდის ოფისის ადამიანის უფლებათა ოფიცერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების - ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა, სენაკი, მესტიასა და ქალაქ ფოთში ომბუდსმენის ახალი თანამშრომლები წარადგინა. „ეს იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევა, რა შეიძლება მისცეს ამ ინიციატივამ სახალხო დამცველს, როგორც ინსტიტუციას, სამომავლოდ იფიქროს უფრო ფართო და ეროვნული ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელის ჩამოყალიბებაზე. რთულია ამ ეტაპზე ვისაუბრო, რამდენ ხანს შესაძლოა იფუნქციონირონ ცენტრებმა მუნიციპალიტეტებში. სურვილი ერთია, მაგრამ ყველაფერი ბიუჯეტსა და მატერიალურ სახსრებზეა დამოკიდებული, რადგან პროექტი ოქტომბერში სრულდება", - განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანური უსაფრთხოების და სოციალური ინტეგრაციის" –ფარგლებში ჩატარდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)