en
ge

სახალხო დამცველმა მაღაროელის განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა მაღაროელის განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

თბილისი. ომბუდსმენმა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ შპს „შუქრუთი +-ს“ რეკომენდაციით მიმართა.

„ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა მაღაროელი, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციასთან სამუშაო სივრცეში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობების თაობაზე საუბრობდა.

მაღაროელის მტკიცებით, იგი სამსახურიდან სწორედ ვისი მოსაზრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის გამო გაათავისუფლეს.

მოპასუხემ კი (შპს „შუქრუთი +-მა“) ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რომ განმცხადებლის გათავისუფლების მიზეზი შრომის უსაფრთხოების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები არ იყო. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა მოპასუხეს, განმცხადებლის მიმართ აღმოფხვრას დისკრიმინაციის შედეგები, კერძოდ, აღადგინოს იმავე ან ტოლფას პოზიციაზე“. 

სრულად...

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023