en
ge

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

თბილისი.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის დაიწყო ახალი პროგრამა – შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა.
პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის პროექტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობების გაზრდა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის ინსტრუმენტებს და მეთოდოლოგიას, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
პროგრამის ფარგლებში შეირჩა  ხუთი საპილოტე საზოგადოებრივი ორგანიზაცია: ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი),  მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი), სტეფანწმინდა (სტეფანწმინდა), კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR, თბილისი), ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRS, თბილისი).
საწყის ეტაპზე თითოეულ ორგანიზაციას ადგილზე უტარდება ინდივიდუალური, ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული საბაზისო სასწავლო კურსი შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვაში. შემდეგ, თითოეული ორგანიზაციისთვის  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ინტენსიური კონსულტაციებისა და წვრთნის ციკლი, რაც მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიციურ გადამზადებას, შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას შეუწყობს ხელს. შედეგად, საპილოტე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გააუმჯობესონ მართვის ხარისხი და ეფექტიანობა. 
პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Bread for the World, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდა" პროექტის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)