თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს ესმა იმერლიშვილის პუბლიკაციას: „აბორტის სერვისის მიწოდების ზოგადი პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის“.
„პუბლიკაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის სტიგმისგან თავისუფალი და არადისკრიმინაციული უსაფრთხო აბორტის სერვისის მიწოდების ძირითად საკითხებზე ჯანდაცვის პროფესიონალების ინფორმირებას.
დოკუმენტი აღწერს შშმ ქალებისთვის სერვისის მიწოდების სპეციფიკურ მახასიათებლებს. შესაბამისად, პუბლიკაცია აბორტის მართვის ზოგად სამედიცინო ასპექტებზე ინფორმაციას არ იძლევა და შშმ ქალებთან კომუნიკაციის სწორად წარმართვის ძირითად პრინციპებს განიხილავს“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)