en
ge

სოლიდარობა უკრაინელ ქალებს!

სოლიდარობა უკრაინელ ქალებს!

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ქალებს და რვა მარტს ულოცავს.

„წლევანდელი 8 მარტის ჩვენი გამოხმაურება გვინდა უკრაინელ ქალებს მივუძღვნათ. ქალებს, რომლებიც უკვე მეცამეტე დღეა თავდაცვისთვის იბრძვიან, ან დევნილობაში უწევთ ყოფნა საკუთარი შვილებისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად.

უმძიმესი რეალობის მიუხედავად უკრაინელი ხალხი და ქალები მათ ყოველდღიურობაში ბრძოლის, თვითორგანიზებისა და გამბედაობის უნიკალურ მაგალითებს ქმნიან.

ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ომის ტრაგიკული რეალობა. ეთნიკური წმენდა, მკვლელობები, ტყვეობა, ასიათასობით (290 000-მდე) ადამიანის დევნილობა, უსახლკარობა - ბოლო 30 წელში ჩვენს მიერ განცდილი სამი ომის უმძიმესი ჭრილობაა.

ქართველ ქალებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ უკრაინელი ქალების ტკივილის, გამბედაობის და რწმენის გაგება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ქალებს და უკრაინელ ხალხს“. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

ნახატი: Maria Primachenko

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)