en
ge

სოფელ ასკანის და მზიანის თემში მაცხოვრებლებისთვის სიახლეა...

სოფელ ასკანის და მზიანის თემში მაცხოვრებლებისთვის სიახლეა...

გურია. ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობისთვის ინფორმაციით, დაიწყო პროექტის „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ განხორციელება, რომელიც ასკანის და მზიანის თემში მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს განავითარონ პიროვნული უნარ-ჩვევები, მიიღონ ახალი ცოდნა და მნიშვნელოვანი გამოცდილება.

„პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება, როგორიცაა: ტრენინგები, კურსები, ლექციები, სამეწარმეო-შემეცნებითი ტურები, ფლეშმობები, საინფორმაციო კამპანიები, ფილმის ჩვენება-განხილვები, მასტერკლასები. თითოეული აქტივობა კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით განხორციელდება.

პროექტში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ სოფელ ასკანის და მზიანის თემში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 13 წელი.

თუ აკმაყოფილებ მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს, მოდი ასკანის საჯარო სკოლაში, ან გააკეთე განაცხადი სატელეფონო კომუნიკაციით.

პროექტს „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ ახორციელებს „ნასაკირალის საინიციატივო ჯგუფი - ნასა“ და ასკანის საჯარო სკოლის „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“, ქალთა ფონდი საქართველოში და ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, პროექტის „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „რაჭის სათემო ორგანიზაცია“, „ქალი და რეალობა“ და „უხუცეს ქალთა საბჭო“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი“.

კითხვების ან რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში, დარეკეთ: 555 53 78 19 ან 557 93 63 11.

სრულად...

წყარო: ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)