en
ge

კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებების დაცვა გრძელდება

კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებების დაცვა გრძელდება

თბილისი. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროდან 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) სასამართლოში უკვე იცავენ კულტურის სფეროს 22 წარმომადგენლის ინტერესებს. ეს ორგანიზაციები დაიცავენ კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინტერესებსაც.

„ყოფილი დირექტორი მინისტრის მიერ კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულ შემთხვევებზე, არაკორექტულ და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც, სავარაუდოდ, მინისტრთან შეხვედრების დროს გაგა ჩხეიძის მიერ დაფიქსირებული პრინციპულობითა და კინოცენტრის საქმიანობის შინაარსსა და ფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებით იყო განპირობებული”, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)