თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ახალ თარგმანს: ანტილიბერალური ტრანსფორმაციის გენდერირებული სამოქმედო გზები უნგრეთსა და პოლონეთში.
„სწრაფად მზარდ ლიტერატურას, რომელიც ევროპის მასშტაბით ლიბერალური დემოკრატიისა და თანაბარი უფლებების იმპლემენტაციის მოწინააღმდეგე აქტორებს შეისწავლის, წინამდებარე სტატია ამდიდრებს უნგრეთსა და პოლონეთში მიმდინარე ანტილიბერალური პოლიტიკური ტრანსფორმაციის სამოქმედო გზების გამოკვლევის მეშვეობით, რომელიც ჩვენი დაკვირვებით გლობალური ნეოლიბერალური სისტემის ჰეგემონიის საპასუხოდ აღმოცენდა. ანტილიბერალური ტრანსფორმაციის პროცესის ეტაპობრივი შესწავლითა და უნგრეთსა და პოლონეთში ანტილიბერალური პარტიების რიტორიკის, პოლიტიკებისა და მექანიზმების შედარებაზე დაყრდნობით, წინამდებარე სტატია ამტკიცებს, რომ რეჟიმის მიმდინარე ცვლილების ლოგიკისა და მექანიზმების გასააზრებლად გენდერულად სენსიტიურ პერსპექტივას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)