თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს ელიზაბეტ ქულენ დანთან, რომელიც არის ამერიკელი პოლიტიკური ანთროპოლოგი, გეოგრაფი და ინდიანას ბლუმინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი. ამასთან, იგი მიგრაციის საკითხებზე მუშაობს და სხვადასხვა დროს კვლევას აწარმოებდა საქართველოსა და პოლონეთში.
„შეუძლებელი იყო გაგეგო, ხვალ რა გექნებოდა, რა ტიპის დახმარებას მიიღებდი. [სამხრეთ ოსეთიდან დევნილებმა] ყოველდღიურობაში ისიც არ იცოდნენ, ისინი ზამთრისთვის ახალ ტანსაცმელს თუ მიიღებდნენ დახმარების სახით. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ის პირველი ზამთარი ფეხსაცმლის გარეშე, სახლის ჩუსტებში გაატარა ტალახსა და წვიმაში. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ შეეძლოთ საკუთარი მომავლის დაგეგმვა, რადგან არ იცოდნენ, თუ რა სახის რესურსებს მიიღებდნენ.
... რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, უზარმაზარ იმედად მივიჩნევ. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დარჩენილიყვნენ მარტოები, რომ ერთად ემუშავათ და აეშენებინათ დახმარების ჯაჭვები, რათა მიეწოდებინათ დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. ის დახმარება, რაც უკრაინაში მიდის, მოძრაობს პირადი ნაცნობობისა და კონტაქტების მეშვეობით. ეს სოლიდარობა ძალიან იმედისმომცემია“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)